კანდელაკი – ევროპარლამენტარების განცხადება ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებაზე“ წნეხი გაიზრდება

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, ევროპარლამენტარების განცხადება მოწმობს, რომ „ქართულ ოცნებაზე“ წნეხი გაიზრდება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ევროპარლამენტარების განცხადებაში ნათლად არის აღნიშნული, რომ შექმნილ კრიზისზე პასუხისმგებლობა დიდწილად ხელისუფლებას ეკისრება.

„ვფიქრობ, ევროპარლამენტის წამყვანი წევრების განცხადება ძალიან ნათლად აღწერს შექმნილ ვითარებას და პასუხისმგებლობასაც. ნათლად არის ნათქვამი, რომ უმეტესი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, ასევე არის საუბარი, რომ ორ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც პრეზიდენტ მიშელის მიერ წარმოდგენილი ჩარჩოს განუყოფელი ნაწილი იყო, ეს არის როგორც ვადამდელი არჩევნების, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი, შეთანხმება მიღწეული უნდა იყოს. ეს განცხადება ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ „ქართულ ოცნებაზე“ წნეხი გაიზრდება არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნითაც“,-განაცხადა კანდელაკმა.

მისი შეფასებით, ოპოზიცია იღებს პასუხისმგებლობას, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანაში კრიზისის გაუარესების საშუალება არ მისცეს.

„ოპოზიციის გეგმა არის ძალიან მარტივი, ჩვენზე არის პასუხისმგებლობა, რომ არ გადავაჩეხინოთ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა უფსკრულში. ასევე, ჩვენზე არის პასუხისმგებლობა იმ თვალსაზრით, რომ ქვეყანას სჭირდება არა კრიზისის გადაგორება, არა „შერემონტება“, არამედ კრიზისის გადაჭრა და მთლიანად ქვეყნის მმართველობის გადატვირთვა. ეს არის ჩვენი მოქალაქეების დაკვეთა და ამით ვხელმძღვანელობთ, როგორც მოლაპარაკებების დროს, ასევე იმ წინააღმდეგობის მოძრაობის დარაზმვისას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანმი კომპონენტია იმ თვალსაზრისთ, რომ „ქართული ოცნება“ კომპრომისზე წამოვიდეს“,-განაცხადა კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – უკვე ფეხი დაგვიცურდა და ქვეყანა უფსკრულში იჩეხება
შემდეგი სტატიასამტრედიის ქუჩაზე კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები განახლდა