სამტრედიის ქუჩაზე კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები განახლდა

დიდუბის რაიონის გამგეობა დაზიანებული სპორტული მოედნების რეაბილიტაციას ახორციელებს.

სამტრედიის ქუჩის N2-ში კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნების აღდგენა დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოედნების ყველა დაზიანებული ელემენტი აღდგა. ხელოვნური ბალახის საფარი, ტრიბუნა, კალათბურთის ფარი და ბადეები მთლიანად შეიცვალა.

სამუშაოები კომპანიამ „პე ბე“ განახორციელა. აღნიშნული სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 39 266 ლარი გამოიყო.

დასრულებულ სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა გამგებლის მოადგილესთან, ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო.

banner
წინა სტატიაშიკანდელაკი – ევროპარლამენტარების განცხადება ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებაზე“ წნეხი გაიზრდება
შემდეგი სტატიავოლსკი EU-ს განცხადებაზე – ყველაზე ცუდი ის ტაშ-ფანდურია რაც ოპოზიციაში ატყდა