ელისაშვილი – უკვე ფეხი დაგვიცურდა და ქვეყანა უფსკრულში იჩეხება

ეს ქვეყანა უფსკრულში იჩეხება, უკვე ფეხი დაგვიცურდა და უფსკრულისკენ მივექანებით. თუ ამას ვინმე ვერ ხვდება, ეს კიდევ უფრო დიდი დანაშაულია – დახურულ კარს მიღმა კი ნუ კეკლუცობენ, საჯაროდ თქვან, რას აპირებენ, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარების განცხადებას გამოეხმაურა.

ელისაშვილი როგორც მმართველ პარტიას, ისე ოპოზიციას მოუწოდებს, საჯაროდ თქვან, აწერენ თუ არა ხელს დოკუმენტს, რომელიც დანიელსონმა დადო. მისი თქმით, ზიანდება არა მხოლოდ ქვეყნის იმიჯი, არამედ ფინანსურ სანქციებზეა საუბარი.

„ძალიან სამარცხვინოა ქართველი პოლიტიკოსებისთვის, პარტიების თავმჯდომარეებისთვის, პოლიტიკური ლიდერებისთვის, რომ ასეთ რაღაცას ვისმენთ. ევროპარლამენტის შვიდმა წევრმა განცხადებას ხელი მოაწერა და სირცხვილთან ერთად, ჩვენი მხრიდან უპასუხისმგებლობა და დანაშაულია ის, რომ ჩვენი გაჯიქების გამო, დასავლური თანამეგობრობის თვალში საქართველოს მხოლოდ იმიჯი კი არ ზიანდება, არამედ უკვე ფინანსურ სანქციებზეა საუბარი. წარმოიდგინეთ, როგორი დარტყმა იქნება 60 მილიონი ევროს შეჩერება ასეთ ღარიბ და პანდემიის გამო მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, რომელიც ინსტიტუციურ რეფორმას უნდა მოხმარებოდა და ოქტომბერში უნდა ჩარიცხულიყო. ამდენად, მე, როგორც ერთ-ერთი პარტიის თავმჯდომარე, მივმართავ ყველას, ვინც კრისტიან დენიელსონთან მოლაპარაკების მაგიდასთან იჯდა, თოთოეული პარტია ინდივიდუალურად გამოვიდეს და თქვას, აწერს თუ არა ხელს იმ დოკუმენტს, რომელიც დენიელსონმა მაგიდაზე დადო. დახურულ კარს მიღმა პოლიტიკოსები ერთს ლაპარაკობენ, მერე გამოდიან, აბსოლუტურად სხვას იძახიან და შემდეგ სხვას აბრალებენ. გამოვიდნენ, როგორც მმართველი პარტიის, ასევე სხვა დანარჩენი პარტიის თავმჯდომარეები და თქვან, დოკუმენტს აწერენ თუ არა ხელს. ჩვენ პარლამენტში ვართ, მაგრამ რადგან მოლაპარეკების მაგიდასთან მსხდომი ერთ- ერთი პარტია ვართ, ამ დოკუმენტს ხელს ვაწერთ,”- განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიTI – საარჩევნო და სასამართლო რეფორმა მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელდა
შემდეგი სტატიაკანდელაკი – ევროპარლამენტარების განცხადება ადასტურებს, რომ „ქართულ ოცნებაზე“ წნეხი გაიზრდება