კანადაში 182 ინდიელი ბავშვის უცნობი საფლავი იპოვეს, მესამე ერთი კვირის განმავლობაში

კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიაში უკანასკნელი ერთი კვირის მანძილზე მესამედ ადგილობრივი აბორიგენი ბავშვების უცნობი საფლავი აღმოაჩინეს, ამჯერად 182 ბავშვის უცნობი სამარხი – “გარდიანი” წერს.

25 ივნისს გავრცელდა, რომ კანადაში ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში, რომელიც ადგილობრივი ინდიელებისთვის იყო განკუთვნილი, 750 უცნობი საფლავი აღმოაჩინეს. მანამდე – 215 ბავშვის საფლავი იპოვეს. ადგილობრივი ხალხების გაერთიანებებში ადრე არსებულ ინტერნატებს “დანაშაულის ადგილსა” და “საკონცენტრაციო ბანაკს” უწოდებენ და ვარაუდობენ, რომ მსგავი საფლავი ბევრად მეტია.

საფლავების ძებნაში გეორადარებს იყენებენ, რომელიც ობიექტებს მიწის ზემოდან ხედავს. სამუშაოებს სახელმწიფო აფინანსებს და ის რამდენიმე ადგილას მიმდინარეობს.

1863-1998 წლებში კანადაში დაახლოებით 130 სკოლა-ინეტრნატი მოქმედებდა, რომელსაც სახელწმიფო აფინანსებდა. იქ იძულებითი წესით დაახლოებით 150 ათასი ადგილობრივი ტომების ბავშვები ცხოვრობდნენ. სხვადასხვა მომაცემებით, მათგან 3,2 ათასიდან 6 ათასამდე გარდაიცვალა, დანარჩენები გარბოდნენ, ძირითადად, ცუდი პირობების გამო.

banner
წინა სტატიაშითბილისში ელექტროენერგია ისევ მთელი დღით გაითიშება – ქუჩების ჩამონათვალი
შემდეგი სტატიარა ქონებით მოვიდა და რა ქონებით ტოვებს თანამდებობას თამარ ჟვანია