კალიურანდი – იქნება თუ არა ევროკავშირი მზად ისაუბროს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ან ღია კარის პოლიტიკაზე ეს დღეს არ ვიცი

იქნება თუ არა ევროკავშირი მზად ისაუბროს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ან ღია კარის პოლიტიკაზე დღეს არ ვიცი, ამას პოლიტიკური კონსენსუსი სჭირდება, რასაც ამ წუთას ვერ ვხედავ, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ჟურნალისტებს სტრასბურგში განუცხადა, სადაც მმართველი გუნდის წევრები ევროპარლამენტარებს ხვდებიან.

ამასთან, კალიურანდი იმედოვნებს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი შესაძლოა ცვლილებების ფურცელი და თანამშრომლობის ახალი თავი გახდეს.

“პრინციპი მეტი მეტისთვის და ნაკლები – ნაკლებისთვის“ რეალობაა. თითოეული პარტნიორი სახელმწიფო წყვეტს თუ რა გზას ირჩევს, რამდენად ახლოს სურს ევროპასთან ყოფნა. ვიმედოვნებ, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი შესაძლოა გახდეს ცვლილებების ფურცელი, თანამშრომლობის ახალი თავი. იქნება თუ არა ევროკავშირი მზად ისაუბროს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ან ღია კარის პოლიტიკაზე ეს დღეს არ ვიცი, ამას პოლიტიკური კონსენსუსი სჭირდება რასაც ამ წუთას ვერ ვხედავ.ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ განსხვავებული სიტყვები და ფრაზები, მაგრამ მთავარი უცვლელი რჩება, ვიდრე საქართველო სურს ევროკავშირში და ამ გზაზე დგას ჩვენც აქ ვრჩებით, მხარს გიჭერთ, გელით და ვთანამშრომლობთ თქვენთან“, – განაცხადა „რუსთავი 2-თან“ კალიურანდმა.

banner
წინა სტატიაში“სახელმწიფო ტენდერებიდან ავანსად 757 061 ლარი აიღეს, სამუშაოები კი არ შეასრულეს” – საგამოძიებომ 2 პირი პასუხისგებაში მისცა
შემდეგი სტატიაპარლამენტის დელეგაცია, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, მადრიდში დაგეგმილ საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას