პარლამენტის დელეგაცია, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, მადრიდში დაგეგმილ საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, 25-30 ნოემბერს, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში დაგეგმილ საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებს.

პარლამენტის თავმჯდომარე ასამბლეას სიტყვით მიმართავს.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები ევროპის, სამხრეთ ამერიკის, აფრიკის და აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან. შეხვედრების მთავარი თემა და მიზანი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცების და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის წარმატებით გატარების ხელშეწყობა, აგრეთვე საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზება იქნება.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხატია წილოსანი და პარტია “გირჩის” წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკალიურანდი – იქნება თუ არა ევროკავშირი მზად ისაუბროს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ან ღია კარის პოლიტიკაზე ეს დღეს არ ვიცი
შემდეგი სტატიაილია დარჩიაშვილი – დემოკრატიის გრძელვადიანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს დემოკრატიების საუკეთესო ხუთეულშია, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარების გზაზე