“სახელმწიფო ტენდერებიდან ავანსად 757 061 ლარი აიღეს, სამუშაოები კი არ შეასრულეს” – საგამოძიებომ 2 პირი პასუხისგებაში მისცა

საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა, რომელთაგან ერთი დაკავებულია.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა სახელმწიფოს გამოცხადებულ 2 ტენდერში მიიღეს მონაწილეობა, ავანსად ფული აიღეს, თუმცა სამუშაო არ შეასრულეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, მონაწილეობა მიიღეს და გაიმარჯვეს ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების მიერ გამოცხადებულ ორ ტენდერში, რის შემდეგაც, შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესასრულებლად, ავანსის სახით მოითხოვეს და მიიღეს ჯამში 757 061 ლარი, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 304 363 ლარს და არ შეასრულეს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები”, – წერია უწყების განცხადებაში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

წინა სტატიაშისაქართველომ საერთაშორისო ინსპექტირების კომიტეტის მასპინძლის სტატუსი მოიპოვა
შემდეგი სტატიაკალიურანდი – იქნება თუ არა ევროკავშირი მზად ისაუბროს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ან ღია კარის პოლიტიკაზე ეს დღეს არ ვიცი