კალანდიასთან დაკავშირებით მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადება ნაჩქარევია – სერგი კაპანაძე

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის სერგი კაპანაძის განაცხადებით, მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადება ნაჩქარევია. შეგახსენებთ, რომ მდინარაძის განაცხადებით, კალანდიას გამოკითხვით დადასტურდა, რომ საგამოძიებო კომისიამ მასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემა იჩქარა.

„ჩვენება, რომელიც გუშინ მივიღეთ უნდა გავაანალიზოთ, ვინაიდან მიღებულია ძალიან საინტერესო ინფორმაცია. უნდა შევისწავლოთ ის, უნდა შევადაროთ ადრე მიღებულ ჩვენებებს და ამის შემდეგ უნდა ვთქვათ, იყო თუ არა რეკომენდაცია ნაჩქარევი, ან სწორი. რეკომენდაციას რაც შეეხება, ის იყო დაყრდნობილი საქმის მასალებზე, რომელიც ჩვენ ხელთ გვქონდა. მე არ მგონია, რომ ასეთი სწრაფი კომენტარი გამართლებული არ არის“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიკალანდიას გამოკითხვით დადასტურდა, რომ საგამოძიებო კომისიამ მასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემა იჩქარა – მდინარაძე
შემდეგი სტატია„ტიციანი ამბობდა – მე არ ვწერ ლექსებს ლექსი თვითონ მწერსო, ბატონი ბიძინა ამბობს, მე არ ვმართავ ქვეყანას ქვეყანა მმართავსო“ – რომან გოცირიძე