კალანდიას გამოკითხვით დადასტურდა, რომ საგამოძიებო კომისიამ მასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემა იჩქარა – მდინარაძე

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომიიის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ კალანდიას გამოკითხვით დადასტურდა, რომ საგამოძიებო კომისიამ მასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემა იჩქარა.

“მიხეილ კალანდიასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ კომისიის უმრავლესობამ იჩქარა. ეს გუშინდელ გამოკითხვაზე დადასტურდა. მე პირადად უფრო მაინტერესებს, ხომ არ იყო ამ ადამიანის როლი ისეთი, როგორზეც ეჭვები გამოითქმებოდა კომისიის შექმნის მომენტში. ის არ უნდა იყოს მიზანი, რომ მისი ქმედების გარკვეული უტრირებული, გადაზედმეტებული დაკვალიფიცირება მოხდეს და დანაშაულად შეირაცხოს. როცა ვსაუბრობთ იმაზე, ჩაიდინა თუ არა რაიმე ქმედება, რაზეც ეჭვები იყო, დაკვალიფიცირდეს ის გაცილებით ხისტად, ეს არ უნდა იყოს ინტერესი”, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ

banner
წინა სტატიაშიჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს – კობა გვენეტაძის განცხადებით, ჭარბვალიანობის პრობლემაზე ეროვნულ ბანკს არაერთხელ უსაუბრია
შემდეგი სტატიაკალანდიასთან დაკავშირებით მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადება ნაჩქარევია – სერგი კაპანაძე