„ტიციანი ამბობდა – მე არ ვწერ ლექსებს ლექსი თვითონ მწერსო, ბატონი ბიძინა ამბობს, მე არ ვმართავ ქვეყანას ქვეყანა მმართავსო“ – რომან გოცირიძე

“ნაციონალურ მოძრაობაში” ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს ეხმაურებიან. პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ყოფილი პრემიერი ხელის შეწმენდას ყოფილ მაღალჩინოსნებზე ცდილობს.
რომან გოცირიძის თქმით, ამ მოქმედებით ივანიშვილის სხვა თანაგუნდელებსაც აფრთხილებს, რომ მათაც შეწინააღმდეგების შემთხვევაში ისევე გაწირავს როგორც კვირიკაშვილსა და ქუმსიშვილის.
“უნდა განტევების ვაცის მოძებნა. ერთის მხრივ, რათა მოსახლეობას კვლავ შეაყარონ თვალში ნაცარი და მეორე ამით პოლიტიკურ მიზანსაც აღწევს. უნდა დააშინოს ნებისმიერი ადამიანი, ვინც ოდნავ შეწინააღმდეგებას გაბედავს. დავინახეთ მონოლოგი, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ ტიციან ტაბიძიდან ნიცშემდე.
“ტიციანი ამბობდა – მე არ ვწერ ლექსებს ლექსი თვითონ მწერსო. ბატონი ბიძინა ამბობს, მე არ ვმართავ ქვეყანას ქვეყანა მმართავსო, მე უნდა მივიღო ენერგია, რომ მერე ვმართო ეს ჭია-ღუები, რომ ამათ ქვეყანა მარათონო. რაც შეეხება დიდი კაცისა და პატარა კაცის თემას, ეს უკვე ნიცშეა ზეკაცი, ჭანჭიკები და გამოჩნდა მთლიანობაში რომ ჭანჭიკებს მოუწოდა, რომ ამით კარგად დაიცვან იგი საზოგადოებისა და ოპოზიციის კრიტიკისაგან,“-აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიკალანდიასთან დაკავშირებით მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადება ნაჩქარევია – სერგი კაპანაძე
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა