კალანდიას დაჭერა ხელისიფლებასაც აწყობს და ოპოზიციასაც, მიზანი ქვეყნის გადატრიალებაა – ბორის კაკუბავა

მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესს მისი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. სასამართლოს შენობაში იმყოფება მიხეილ კალანდიას ბაბუა, ბორის კაკუბავა.

კაკუბავას მოკლული მოზარდის ოჯახის წევრები მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებდნენ. იგი საქმის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ დაელოდება სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუმცა კაკუბავა არ გამორიცხავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ხმაურიანი განცხადებები გააკეთოს.

„არავითარი ბრალდება არ არსებობს. მოწმეებზე ზეწოლა ტყუილი აღმოჩნდა ხომ ხედავთ? არავითარი ფაქტი არ არსებობს. არ ვიცი რატომ დააკავეს. ალბათ ხელისუფლებამ იცის, მე რა ვიცი, ყველას ინტერესშია ალბათ ხელისუფლების, ოპოზიციის. მიზანი არის ამ ქვეყნის დამხობა, გადმოტრიალება, ეს არის მიზანი,“-ამბობს კაკუბავა.

banner
წინა სტატიაშიმოსალოდნელი სასჯელი მაღალია, მაგრამ პატიმრობა მაინც არ უნდა იქნას გამოყენებული – კალანდიას ადვოკატი
შემდეგი სტატიაამ შენობის წინ ასფალტმაც კი იცის, რომ 2020 წელს მოხდება ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ გვინდა პროცესი ე.წ ქართულმა ოცნებამ ცივილიზებული გზით გაახორციელოს