მოსალოდნელი სასჯელი მაღალია, მაგრამ პატიმრობა მაინც არ უნდა იქნას გამოყენებული – კალანდიას ადვოკატი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 6, 2019 12:38

მოსალოდნელი სასჯელი მაღალია, მაგრამ პატიმრობა მაინც არ უნდა იქნას გამოყენებული – კალანდიას ადვოკატი

მიხეილ კალანდიასთვის აღკვეთის ღონისძიების საკითხი დღეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს – პროცესი ამ წუთებში იწყება.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარე კი გირაოს.

„სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს რამდენიმე მოტივს, რის გამოც არ უნდა იქნას პატიმრობა გამოყენებული, არის არაერთი ევროსასამართლოს გადაწყვეტილება მიუხედავად იმისა, რომ მოსალოდნელი სასჯელი მაღალია, არ უნდა იქნას მაინც გამოყენებული პატიმრობა, იმიტომ რომ 2017 წლიდან ეს საქმე მიმდინარეობს და მიხელ კალანდიას დარღვეული არ ჰქონია არცერთი წინაპირობა, არ მიმალულა, თანამშრომლობდა გამოძიებასთან და არასდროს უფიქრია ქვეყნის დატოვება. ეს სწორედ ის ჩამონათვალია, რის გამოც არ უნდა იქნას გამოყენებული პატიმრობა,“-ამბობს ადვოკატი ანა კოტეტიშვილი.

დაკავებულ მიხეილ კალანდიას დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობაში ადანაშაულებენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 6, 2019 12:38

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,410
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics