კალაძე: წელს მხოლოდ აზერბაიჯანულ გაზს შევისყიდით

“გადავწყვიტეთ, წელს მხოლოდ აზერბაიჯანული გაზი შევისყიდოთ,”- განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა კახი კალაძე. მისი თქმით, ამის საშუალებას ქართულ მხარეს ”გაზპრომთან” გაფორმებული ხელშეკრულება აძლევს, რომლითაც გაზის შესყიდვის ვალდებულება არ არის გათვალისწინებული.

გაზის საპროგნოზო ბალანსში აპრილიდან რუსული გაზის მიღება გათვალისწინებული არაა. შესაბამისი საპროგნოზო ბალანსი ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ 7 აპრილს დაამტკიცა.

იანვარ-მარტში რუსეთიდან მიღებული ბუნებრივი აირის მოცულობამ 100 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა (თებერვალში – 70 მილიონი კუბური მეტრი).მთავრობა მოსახლეობის და კომერციული სექტორის სრულად აზერბაიჯანული გაზით მომარაგებას აპრილიდან გეგმავს. მიწოდებას აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) და შაჰდენიზის (სამხრეთ კავკასიის, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი) კონსორციუმი განახორციელებენ. შესაბამისად, წელს რუსული გაზის წილი 4 % იქნება.

banner
წინა სტატიაშითვითმმართველი ერთეულების გაყოფა იყო არასწორი ნაბიჯი – კობახიძე
შემდეგი სტატია„ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, ვერ ავლენს კეთილგონიერებას“ – თამარ კორძაია