„ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, ვერ ავლენს კეთილგონიერებას“ – თამარ კორძაია

საქართველოს პარლამენტის ტავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშრებით აცხადებს, რომ გარკვეული ჯგუფების მხრიდან იყო მცდელობა სტრასბურგის სასამართლოზე გავლენა მოეპოვებინა და ამ გავლენის საფუძველზე მოხდა გადაწყვეტილების მიღება.

ირაკლი კობახიძის განცხადებას სამწუხაროს და პოლიტიკურად არასწორს უწოდებენ რესპუბლიკურ პარტიაშიც.

„მარცხის ღირსეული მიღება ნიშნავს, რომ გარკვეულ სიმაღლეებს წვდები და ვერ წვდება ეს ხელისუფლება ამ სიმაღლეებს და ამიტომაც აკეთებს ასეთ განცხადებებს. ძალიან სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, მეორე პირი ამ ქვეყანაში, ვერ ავლენს იმხელა კეთილგონიერებას, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები არ გააკეთოს ევროპის სასამართლოს მიმართ,“-ამბობს თამარ კორძაია.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: წელს მხოლოდ აზერბაიჯანულ გაზს შევისყიდით
შემდეგი სტატიადორტმუნდის “ბორუსიის” აფეთქების ადგილზე წერილი იპოვეს