თვითმმართველი ერთეულების გაყოფა იყო არასწორი ნაბიჯი – კობახიძე

თვითმმართველი ერთეულების გაყოფა იყო არასწორი ნაბიჯი – მიიჩნევს პარლამენტის თავმდჯომარე. ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ხარვეზის გამოსწორება დღეს შესაძლებელია და თვითმმართველი ერთეულების გაერთიანება თვითმმართველობებს გააძლიერებს.

“თავის დროზე, როდესაც კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, ამას ვასაბუთებდი კონკრეტული, მათ შორის ფისკალური და სხვა ტიპის გათვლებით და მმართველობასთან დაკავშირებული არგუმენტებით. თავის დროზე, ეს იყო არასწორი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა კოალიციურ რეჟიმში და დღეს შეგვიძლია ეს ხარვეზი გამოვასწოროთ. თუ შესაბამისი დასაბუთება იქნება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტის ადმინისტრაციის დადანაშაულება კორპორაციულ შეთქმულებაში არალოგიკურია”- გიორგი აბაშიშვილი
შემდეგი სტატიაკალაძე: წელს მხოლოდ აზერბაიჯანულ გაზს შევისყიდით