კალაძე: „ქართული ოცნება“ არანაირ კონტრაქციას აპირებს

ეს არის სრული ტყუილი. არასწორი ინფორმაცია. მინდა საზოგადოება არ შეიყვანონ შეცდომაში. „ქართული ოცნება“ არანაირ კონტრაქციას აპირებს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ღია ეთერში“ ისაუბრა და უარყო გავრცელებული ინფორმაცია, თითქო 20 ივნისს „ქართული ოცნება“ კონტრაქციას გეგმავს.

კახა კალაძის თქმით, 20 ივნისის აქციაზე შეკრებილებს ექნებათ სრული შესაძლებლობა საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ და ამაში მათ ხელს არავინ შეუშლის.

„რაც შეეხება 20 ივნისის აქციას, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს სრული უფლება და შესაძლებლობა აქვთ გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხზე. დღეს ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს. მათ ამის უფლება აქვთ და შესაბამისად ექნებათ შესაძლებლობა, ჩაატარონ აქცია. რაც შეეხება მომართვას, დედაქალაქის მერია არ არის ის უწყება, რომელიც კანონის შესაბამისად, გასცემს უფლებას ან შეზღუდავს კონკრეტულ აქციას. ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. ჩვენ მივიღეთ ეს ცნობის სახით და ჩვენი მხრიდან რაც იქნება გასაკეთებელი, იქნება მხოლოდ და მხოლოდ ხელშეწყობა. ამ ადამიანებს ექნებათ სრული თავისუფლება და შესაძლებლობა, რომ გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები და ჩაატარონ აქცია. ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და კანონის ფარგლებში ეს ყველაფერი შესაზლებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ

banner
წინა სტატიაშიკალაძე: არსებული კანონმდებლობა არ მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვიყო ქალაქის მერი და პარალელურად საარჩევნო სიაში
შემდეგი სტატიაკახა კალაძე ვარკეთილის ბაზრობის მოვაჭრეებზე: საჭიროების შემთხვევაში მერია მზადაა მათ დაეხმაროს