კალაძე: არსებული კანონმდებლობა არ მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვიყო ქალაქის მერი და პარალელურად საარჩევნო სიაში

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 18, 2020 00:21

კალაძე: არსებული კანონმდებლობა არ მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვიყო ქალაქის მერი და პარალელურად საარჩევნო სიაში

არსებული კანონმდებლობა არ მაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვიყო ქალაქის მერი და პარალელურად საარჩევნო სიაში. მე გავაგრძელებ ჩემ საქმიანობას, მე ვარ არჩეული მერი, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის და ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, თანაგუნდელებთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ 20-30 წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემები გამოასწორონ.

„ვმუშაობთ 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, არ მომერიდება ამის თქმა და ვინმემ არ იფიქროს რომ ვტრაბახობ, უბრალოდ რეალობას ვამბობ, ვმუშაობთ, რომ გამოვასწოროთ ის არსებული რეალობა, რაც ქალაქში გვაქვს. ვმუშაობთ იმისთვის, რომ შევამსუბუქოთ ის პრობლემები, რაც 20-30 წლის განმავლობაში გროვდებოდა. უამრავი პროექტი ხორციელდება, შესაძლოა, ვიღაც გადათხრილი გზებით წუხდება, ვიღაც მოძველებული ტრანსპორტით, მაგრამ ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ვერ კეთდება. გზები კეთდება კაპიტალურად, რათა ხვალ-ზეგ არ მოგვიწიოს ანალოგიური სამუშაოების შესრულება. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრული განახლება გვაქვს დაწყებული და ვტრაბახობ-ხოლმე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვეყოლება ისეთი, რომელიც შესაძლოა ბევრ ევროპულ ქალაქს არ ჰყავდეს. ბევრი კარგი რამ კეთდება ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ამას თანმიმდევრულობა და დასრულება სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დასმულ შეკითხვაზე, მიიღებს თუ არა 2021 წლის მერის არჩევნებში მონაწილეობას, კახა კალაძე განაცხადა, რომ ჯერ ამაზე საუბარი ადრეა.

„ადრეა იმაზე საუბარი, რა იქნება ერთი წლის შემდეგ, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კონცენტრირებულები ვიყოთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მთავარია არჩევნები ჩავატაროთ მშვიდ გარემოში, თანაბარ პირობებში, სადაც ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სუბიექტს ექნება საარჩევნო კამპანიის წარმართვის შესაძლებლობა და ჩვენ ვიღებთ ამაზე პასუხისმგებლობას. რაც შეეხება იმას, რა იქნება 2021 წელს, ჯერ დიდი დრო გვაქვს და ბევრჯერ მოგვიწევს ამაზე საუბარი“ – განაცხადა კახა კალაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 18, 2020 00:21

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics