კახა კალაძე ვარკეთილის ბაზრობის მოვაჭრეებზე: საჭიროების შემთხვევაში მერია მზადაა მათ დაეხმაროს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სადაზღვეო კომპანია „ირაო“, სადაც დაზღვეული იყო ფართების ძალიან დიდი ნაწილი, იღებს პასუხისმგებლობას, რომ ყველას აუნაზღაუროს მიყენებული ზარალი – ამის შესახებ თბილისის მერმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ ვარკეთილის ბაზრობაზე მომხდარი ხანძრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს დაზღვევა, რომელიც ვალდებულებაა, ამ ყველაფრის დაცვა და გათვალისწინება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რისკებისგან ვიყოთ დაზღვეულები.

„თუ რამეში დამატებით მერიის დახმარება იქნება საჭირო, ჩვენ გამოვხატავთ მზაობას. მე ვესაუბრე ასევე პრემიერ-მინისტრს და ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა და თანადგომა იქნება“- აღნიშნა კახა კალაძემ.

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე, ხანძარი 15 ივნისს ღამით გაჩნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: „ქართული ოცნება“ არანაირ კონტრაქციას აპირებს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგში მიიღებს მონაწილეობას