კახი კალაძე: არავის დაუძალებია სააკაშვილისთვის, რომ იშიმშილოს და საკვები არ მიიღოს, ეს არის მისი პასუხისმგებლობა

არავის დაუძალებია სააკაშვილისთვის, რომ იშიმშილოს და საკვები არ მიიღოს, ეს არის მისი პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, შიმშილობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმას, ვინც შიმშილობს.

„ვინც შიმშილობს, იმას ეკისრება პასუხისმგებლობა ცხადია. არავის დაუძალებია სააკაშვილისთვის, რომ იშიმშილოს და საკვები არ მიიღოს, ეს არის მისი პასუხისმგებლობა. თუ საჭიროება იქნება პენიტენციური სამსახური მზად არის, რომ მოხდეს მისი კლინიკაში გადაყვანა და შესაბამისი ზომების მიღება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერმა რეაბილიტირებული ვაკის პარკი დაათვალიერა
შემდეგი სტატიასააკაშვილი: “ჩემი პროტესტის შემდეგ ადვოკატებთან ურთიერთობა ნაწილობრივ აღდგა და ექიმებს დაყოვნებისთვის ბოდიშს ვუხდი”