სააკაშვილი: “ჩემი პროტესტის შემდეგ ადვოკატებთან ურთიერთობა ნაწილობრივ აღდგა და ექიმებს დაყოვნებისთვის ბოდიშს ვუხდი”

“ჩემი პროტესტის შემდეგ ადვოკატებთან ურთიერთობა ნაწილობრივ აღდგა და ექიმებს დაყოვნებისთვის ბოდიშს ვუხდი” – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავრცელებს.

დღეს, სამწუხაროდ, ოფიციალური სამედიცინო კონსილიუმის წევრებთან შეხვედრაზე უარის თქმა მომიხდა. მინდა, მათ ბოდიში მოვუხადო და ყველამ იცოდეს, რომ ისინი ძალიან კარგი, გულისხმიერი პროფესიონალები არიან. უბრალოდ, ვიდრე ადვოკატებთან არ აღმიდგება სრულფასოვანი კომუნიკაცია ვერანაირ ანალიზებზე, მინერალებისა და სხვა მკურნალობის მიღებაზე ვერ დავთანხმდები, ვინაიდან კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება სწორედ ადვოკატებია.

ჩემი პროტესტის შემდეგ ადვოკატებთან ურთიერთობა ნაწილობრივ აღდგა და ექიმებს დაყოვნებისთვის ბოდიშს ვუხდი, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: არავის დაუძალებია სააკაშვილისთვის, რომ იშიმშილოს და საკვები არ მიიღოს, ეს არის მისი პასუხისმგებლობა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ნიკა მელიას პირველ ტურში რომ გაემარჯვა, რა უნდა გაეკეთებინა? საარჩევნო პროგრამაც არ ჰქონდა