კახი კახიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მუსლიმებს რამადან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახი კახიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მუსლიმებს რამადან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს.
მინისტრი მათ მშვიდობასა და წარმატებებს უსურვებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ყოველთვის მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეები, რომლებსაც ქვეყნის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

„გულითადად ვიზიარებ თითოეული მუსლიმი პატიმრის სიხარულს, რომელიც უკავშირდება რამადან ბაირამის დღესასწაულს. გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობას, თქვენს ოჯახებთან და ძვირფას ადამიანებთან დაბრუნებას. ისლამური რელიგია წარმოადგენს საქართველოს ისტორიისა და მრავალფეროვანი კულტურის განუყოფელ ნაწილს და დარწმუნებული ვარ, მომავალში გექნებათ შესაძლებლობა, განაგრძოთ საკუთარი წვლილის შეტანა მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და საზოგადოების განვითარების საქმეში“, – აცხადებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი.

banner
წინა სტატიაში“თბილისობა 2016” 15-16 ოქტომბერს გაიმართება
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ელისო კილაძეს უჩივლა