“თბილისობა 2016” 15-16 ოქტომბერს გაიმართება

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, “თბილისობა 2016” 15-16 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
დედაქალაქის მერის თქმით, დღესასწაული წელს ბევრად მასშტაბური და განსაკუთრებული იქნება.

“თბილისობა 2016” 15-16 ოქტომბერს გაიმართება. 2016 წელს “თბილისობა” განსაკუთრებით გამორჩეული და მასშტაბური იქნება გამომდინარე იმ მნიშვნელოვანი გეგმბებიდან და მიზნებიდან, რომლებიც ჩვენ გვაქვს დასახული”- განაცხადა ნარმანიამ.

როგორც მერმა აღნიშნა, “თბილისობის” ღონისძიებები გაიმართება, როგორც რიყეზე, ისე დედაქალაქის სხვა უბნებში.

“ჩვენ უკვე ვიღებთ სხვადასხვა მოსაზრებებს “თბილისობის” აღნიშვნასთან დაკავშირებით. წინადადებების მიღება 31 ივლისამდე გაგრძელდება. წელსაც “თბილისობა” გარკვეული თემატიკის ფარგლებში იქნება, გასული წლის თემატიკა იყო ეკოლოგია და გამწვანება, წელსაც ერთი რომელიმე თემის გარშემო გავერთიანდებით. შეიქნება საბჭო, რომელსაც პირადად ვუხელმძღვანელებ, საორგანიზაციო საკითხებს კი, როგორც ყოველთვის, თბილისის მერის მოადგილე გაუძღვება”,-აღნიშნა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიბარაკ ობამა საპრეზიდენტო არჩევნებში ჰილარი კლინტონს უჭერს მხარს
შემდეგი სტატიაკახი კახიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ მუსლიმებს რამადან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს