კახეთში კორონავირუსით მედიკოსი დაინფიცირდა, ის საოლქო კომისიის წევრიცაა

კახეთში კორონავირუსით კიდევ ერთი მედიკოსი დაინფიცირდა. ვირუსი თელავის ერთ-ერთი კლინიკის ექიმს დაუდგინდა. რომელიც გურჯაანის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრიც არის.

ის მკურნალობის კურსს სახლში გადის, მისი ოჯახის წევრები და ასევე საარჩევნო უბნის თანამშრომლები თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილი. ეპიდემიოლოგები ახლა კონტაქტებისა და წყაროს დადგენაზე მუშაობენ.

კლინიკა ჩვეულ რეჟიმში მუშაობს, რადგან მედიკოსი შვებულებაში იმყოფება და საფრთხეს არავისთვის წარმოადგენდა. ინფექცია დაუდასტურდა ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ქალსაც.

კახეთის რეგიონში ჯამში, 59 ინფიცირებულია.

შეგახსენებთ, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირები 453 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 295 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაშითბილისიდან აჭარაში მედიკოსთა ჯგუფი გაემგზავრა
შემდეგი სტატიასანამ ეს ორი ადამიანი ერთი მეორეს უმტკიცებს, რომ ის არის უფრო მაგარი, ქვეყანა კიდევ უფრო ღრმად ეფლობა ჭაობში, სწორედ ეს ჩანს კლიპში – სერგი კაპანაძე