სანამ ეს ორი ადამიანი ერთი მეორეს უმტკიცებს, რომ ის არის უფრო მაგარი, ქვეყანა კიდევ უფრო ღრმად ეფლობა ჭაობში, სწორედ ეს ჩანს კლიპში – სერგი კაპანაძე

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღავენლი, სერგი კაპანაძე, პარტიის კლიპზე აკეთებს კომენტარს, სადაც ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშილი ნეგატიურ კონტექსტში არიან მოხსენიებული.
სერგი კაპანაძის თქმით, დღეს, როგორც სააკაშილი, ისე ივანიოშვილი, ერთმანეთს ეჯიბრებიან იმაში, თუ ვინ უფრო მაგარია, ხოლო ამ დროს ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა ჭაობში ეფლობა.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ ამ კლიპით ნათლად ჩანს ეს რეალობა და ევროპულ საქართველოს სწორედ ამის შეცვლა და ქვეყნის ჭაობიდან ამოსვლა სურს.
„ამ კლიპში ნაჩვენებია ის, რომ ორი ადამიანი, რომლებიც ცდილობენ ისე, რომ მხოლოდ ისინი არიან ამ პოლიტიკურ სპექტრში ალტერნატივები, რეალურად მათ ადარდებთ თავიანთი ძალაუფლება და არა ის, თუ როგორ მოაგვარონ ხალხის პრობლემები.
ამას ემსახურება ორივე მათანის რიტორიკა, რომ საზოგადოება არის ორპოლუსიანი, ან ერთმა უნდა გაიმარჯვოს, ან მეორემ. ამ დროს რეალობა არის ის, რაც ჩვენს კლიპშია, რომ საქართველოს უჭირს მართლა და უნდა გამოვიდეს ამ ჭაობიდან და წინ უნდა წავიდეს. ევროპული საქართველო სწორედ ამას აპირებს, რომ კონკრეტული ცვლილებების გეგმით წინ წაიყვანოს ქვეყანა და მოახდინოს გარდამტეხი ცვლილებები.
ამიტომ, მესმის, რომ შეიძლება არ მოეწონოს ვიღაცას ეს კლიპი, მაგრამ რას იზავ, ზოგს შეიძლება მოსწონდეს კლიპი, ზოგს არა, რეალობა არის ეს, რომ ვართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში და სანამ ეს ორი ადამიანი ერთმანეთში კინკლაობს და ერთი მეორეს უმტკიცებს, რომ ის არის უფრო მაგარი, ქვეყანა კიდევ უფრო ღრმად ეფლობა ჭაობში და ჩვენ გვინდა, რომ ამ ჭაობიდან გამოვიდეთ და წავიდეთ წინ.“ – აცხადებს სერგი კაპანაძე

banner
წინა სტატიაშიკახეთში კორონავირუსით მედიკოსი დაინფიცირდა, ის საოლქო კომისიის წევრიცაა
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე : „ევროპული საქართველოს“ გეგმას შეუძლია, მოუტანოს ქვეყანას გარდამტეხი ცვლილებები