კახეთის პოლიციამ სოფელ არბოშიკში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, სოფელ არბოშიკში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი
გახსნეს. დაკავებულია 3 პირი: 1959 წელს დაბადებული ტ.ლ., 1974 წელს
დაბადებული დ. ჯ. და 1992 წელს დაბადებული თ.მ.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 6 ნოემბერს,
ძალადობის გამოყენებით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ დედოფლისწყაროს
მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში მცხოვრებ, 1959 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს,
რის შემდეგაც მისი საცხოვრებელი სახლიდან ფული და სამკაულები გაიტაცეს.
თავდასხმის შედეგად თ.ბ. გარდაიცვალა.

პოლიციამ ​ორი ბრალდებული – ტ.ლ. და დ.ჯ. აჭარაში იმ დროს დააკავა, როდესაც
ისინი სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, არალეგალური გზით,
თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას გეგმავდნენ. ჯგუფის მესამე წევრი – თ.მ.
კი სამართალდამცველებმა ქალაქ რუსთავში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულებრივი
გზით მოპოვებული სამკაულები ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტებზე გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 179-ე მუხლის მე-2 და მე-3
ნაწილების “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიკარლ ჰარცელი : საქართველო სამხედრო კუთხითაც ჩვენი ძლიერი პარტნიორია
შემდეგი სტატია„ევროპული საქართველო“ საკომიტეტო საქმიანობას უბრუნდება