კარლ ჰარცელი : საქართველო სამხედრო კუთხითაც ჩვენი ძლიერი პარტნიორია

საქართველო სამხედრო კუთხითაც ჩვენი ძლიერი პარტნიორია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ჯარზე გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა.

„არ ვიცი, როგორი იყო ციტატა ან რა მნიშვნელობა ჰქონდა. განათლების სიძლიერეს რაც შეეხება, მეც ვეთანხმები, რომ განათლება არის ძლიერი ფაქტორი იმისთვის, რომ ქვეყანა უფრო მდგრადი იყოს. რაც შეეხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენ, ევროკავშირმა ძალიან დიდი სარგებელი მივიღეთ, ქართველი ჯარისკაცები ჩვენს მხარდამხარ არიან მალიში. ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ ამ კონტრიბუციისთვის. ეს ძალიან ნათელია, რომ ჩვენ სამხედრო კუთხითაც ძლიერი პარტნიორი გვყავს რეგიონში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

banner
წინა სტატიაში“სალომე ზურაბიშვილის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია
შემდეგი სტატიაკახეთის პოლიციამ სოფელ არბოშიკში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 3 პირი