„ევროპული საქართველო“ საკომიტეტო საქმიანობას უბრუნდება

საპარლამენტო ოპოზიცია საკომიტეტო საქმიანობას უბრუნდება.

ბიუროს სხდომაზე, სადაც კომიტეტებში კვოტების გადანაწილებაზე იმსჯელეს, ცნობად მიიღეს საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო-რეგიონების“ ინფორმაცია ფრაქციის წევრების კომიტეტებში წარდგენის შესახებ.

„მგონია, რომ ბიურომ უარი არ უნდა უთხრას ოპოზიციას, თუ მათ სურთ კომიტეტებში გაწევრიანება და დაბრუნება. რა თქმა უნდა, ამის საშუალება მათ აქვთ”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიკახეთის პოლიციამ სოფელ არბოშიკში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 3 პირი
შემდეგი სტატიაუგულავასა და გაბაშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო