კახეთის ალპურ ზონაში ხანძარია

ხანძარია თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან, მთის ალპურ ზონაში. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს უკიდია და ხანძრის კერები სოფლიდან რამდენიმე ათეული კილომეტრითაა დაშორებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე მაშველები და დაწყებულია ხანძრის ქრობის პროცესი.

ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი დაუდევრობაა.

დაკვამლიანება შეინიშნება სოფელ ფშაველთანაც, ასევე ალპურ ზონაში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს მონიტორინგი და მაშველთა ჯგუფი ემზადება შესაბამისი რეაგირებისათვის

banner
წინა სტატიაშიპროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო
შემდეგი სტატია“საქართველოს უსაფრთხოების ნომერ პირველი გამოწვევა ოკუპაციაა”-გიორგი გახარია