კახაბერ ოქრიაშვილი, დილარ ხაბულიანი, მანუჩარ კვირკველია და მე, არ ვაპირებთ შესვლას – ცეზარ ჩოჩელი

დიდი შეთქმულება „ოცნებაში“

ენმ-ძალა ერთობაშია გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პარტია „პროგრესი და თავისუფლება“ პარლამენტში არ შედის და ამის შესახებ განცხადება პარტიის წევრმა ცეზარ ჩოჩელმა “მთავარი არხის” ეთერში გააკეთა:

მე შემიძლია გითხრათ ჩვენი 4 დეპუტატის სახელით – კახაბერ ოქრიაშვილი, დილარ ხაბულიანი, მანუჩარ კვირკველია და მე, არ ვაპირებთ შესვლას არც ერთ შემთხვევაში და ეს გადაწყვეტილება არ მიგვიღია გუშინ და დღეს, ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ 1 და 2 ნოემბერს – ამბობს ცეზარ ჩოჩელი “მთავარი აქცენტებს” სპეციალურ ეთერში.

ჩოჩელი ამბობს, რომ ხელისუფლებიდან მათთან გადაბირების მცდელობა არ ყოფილა, რაც შეეხება მოსალოდნელ პრობლემებს, რომელიც ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, შესაძლოა 2 მსხვილი ბიზნესმენის ბიზნესს შეექმნას, ჩოჩელი ამბობს რომ – არის ცხოვრებაში საკითხები, როცა დგება მნიშვნელოვანი დრო, როცა გადაწყვეტილება უნდა მიიღო პირად კეთილდღეობასა და სახელმწიფოს მდგომარეობას შორის.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია – კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი არიან პასუხისმგებლები წინასაარჩევნო გარემოს გატარებისა და შედეგებისთვის, ამიტომ იბრძვიან ახლა, რომ რამე გამოვიდეს
შემდეგი სტატიანიკა მელია: პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე ნაციონალურ მოძრაობაშიც იყო აზრთა სხვადასხვაობა