ნიკა გვარამია – კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი არიან პასუხისმგებლები წინასაარჩევნო გარემოს გატარებისა და შედეგებისთვის, ამიტომ იბრძვიან ახლა, რომ რამე გამოვიდეს

სასაცილო და სამარცხვინოა, 21-ე საუკუნეში ადამიანს ეგონოს, რომ დიპლომატია პოლიტიკაში გადამწყვეტია, საბჭოთა ადამიანებს ახასიათებთ ეს კომპლექსი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გადაცემა „მთავარი აქცენტების“ წამყვანმა, ნიკა გვარამიამ ქართულ პოლიტიკურ პროცესებში ელჩების, კერძოდ კი, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების, როლზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აზრი არ აქვს აქვს იმ ადამიანების ფასილიტაციით მოლაპარაკებებს, რომლებიც ვერ ხედავენ ვერანაირ სხვა ვერსიას, პარლამენტში შესვლის გარდა.

„ამას ჰქვია პოსტკოლონიური კოპლექსი, საბჭოთა ადამიანებს ახასიათებთ ეს კომპლექსი, რადგან ჩვენი კოლონია ამერიკა არ ყოფილ არასდროს. სდღეს ასაცილოა და სამარცხვინო, ადამიანს ეგონოს 21-ე საუკუნეში, რომ დიპლომატია პოლიტიკაში არის გადამწყვეტი. დიპლომატია არის მე-19 საუკუნის პროდუქტი და მე-20 საუკუნეში, საბჭოთა კავშირის დაშლით, მისი მწვერვალები დაპყრობილ იქნა და დასრულდა. საჯარო პოლიტიკა და სახალხო პოლიტიკა არის მთავარი ტექნოლოგიური იარაღი ყველა ქვეყანაში – აშშ-თი დაწყებული, უმცირეს ევროპულ დემოკრატიამდე დამთავრებული. ის, რომ „დიდი ძმის“ აღქმა გქონდეს ამერიკის ელჩის მიმართ, უკვე შეურაცხმყოფელია საკუთრივ იმ სახელმწიფოსი, რომლის ელჩზეც ვლაპარაკობთ. ეს არის პოსტკოლონიური კომპლექსი, სინდრომი საბჭოთა კავშირში ნაცხოვრები ადამიანების. არასდროს არავინ არ არის აპრიორი მართალი, არც ამერიკის ელჩი, არც ამერიკის პრეზიდენტი.

დიდი ბოდიში, მაგრამ ქვეყანა, სადაც ტრამპი იყო პრეზიდენტი, რომელსაც ტვიტებს უბლოკავს ამერიკული სოციალური ქსელი ტვიტერი, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ამის კრიტიკა არ შეიძლებაო, ვინმემ რომ მითხრას, დავცინებ დიდი დაცინვით. არგუმენტი, რომ ელჩი ასეთია და ასე ფიქრობს, ელჩის საწინააღმდეგო არგუმენტია და არა თქვენი პოზიციის“, – განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, „ევროპაას და აშშ-ის ურტყამს ელჩების, სასამართლოების და ასე შემდეგ, ცუდი, არასწორი, ანტიქართული პოზიციები“.

„არ შეიძლება ფეტიშიზაცია არც ელჩის და არც არავისი საერთოდ. ამ ქვეყანაში თუ ხარ პოლიტიკოსი, ფეტიში არის ერთადერთი ის, ვინც არის ხელისუფლების წყარო – ქართველი ხალხი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი არიან პასუხისმგებლები ამგვარი წინასაარჩევნო გარემოს გატარებისა და შედეგებისთვის, ამიტომ იბრძვიან ახლა, რომ რამე გამოვიდეს. მისი თქმით, როცა ელჩების აზრით, ერთადერთი გამოსავალი არის პარლამენტში შესვლა, ამას პოზიციონირება ჰქვია.

„ჩვენ უფლება გვაქვს გავარჩიოთ მათი პოზიციონირება, რომელიც არსებობს. ეს არ არის მთლად მიუკერძოებელი და ნეიტრალური ამბავი. პოზიციონირებას აქვს ადგილი. როცა ელჩების აზრით, ერთადერთი გამოსავალი არის შესვლა, ამას პოზიციონირება ჰქვია.

ამ ქვეყანაში არსებობდა ობამასდროინდელი ელჩი იან კელი, რომელთანაც კვირაში ერთხელ მაინც ვიყავი, რადგან მეტი ინსტიტუცია არ იყო მისასვლელი, მაშინ ნინო ლომჯარია არ იყო სახალხო დამცველი, მერე მასთანაც ვიყავი. ამის მერე ჩვენ გვქონდა ორწლიანი თუ სამწლიანი ჩავარდნა. აშშ-ის ყანის ბოლო, სოფლის ბოლო ოლიგარქმა დაუბლოკა ელჩი. აშშ-ის ადმინისტრაციამ ეს გადაყლაპა. ელჩი ამ ქვეყანაში არ იყო ორი წელი და პირადად მე და ჩემი ტელევიზიაც, რომელ პოლიტიკურ პარტიასაც გინდა, გავეჯიბრებით დევნაში. არსად მისასვლელი არ მქონდა; მერე კარლი ჩამოვიდა და მასთან მივდიოდი. რომ ჩამოვიდა ქალბატონი დეგნანი, მას მერე ვითხოვ მასთან შეხვედრას. არც ერთ ოპოზიციურ მედიას ქალბატონი დეგნანი არ შეხვედრია და არც ერთი პირადი შეხვედრა არ ჩაუნიშნავს. კვირაში ერთხელ ვიყავი ბატონ კელისთან, რადგან ვიყავი ადამიანი, ვისაც დევნიდნენ. რომ არა კელის განცხადება, „რუსთავი 2“ არ იარსებებდა. წავიდა იან კელი და სრული სიჩუმე უელჩო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ის გადაწყვეტილება, რაც მივიღეთ ევროსასამართლოს მხრიდან, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მხრიდან, „რუსთავი 2“-ის წაღება, სრული სიჩუმე იყო ამ ფონზე, მთავარი ოპოზიციური არხის შექმნა – სრული სიჩუმე, ჩამოვიდა ქალბატონი დეგნანი – სრული სიჩუმე.

ამის შემდეგ ჩვენ ვაკვირდებით ერთ-ერთ ყველაზე ძალადობრივ წინასაარჩევნო კამპანიას საქართველოს ისტორიაში, მანქანების დახვრეტები, ხალხის ფეხებში სროლა – სრული სიჩუმე ორივე საელჩოსგან. ამის შემდეგ ის, რაც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, რატომაა გასაკვირი. ზუსტად ქალბატონი დეგნანი და ბატონი ჰარცელი არიან პასუხისმგებლები ამგვარი წინასაარჩევნო გარემოს გატარებისა და მათ შორის, შედეგებისთვის. იმიტომ იბრძვიან ახლა, რომ რამე გამოვიდეს, რადგან მათ შორის მათი უმოქმედობა არის ამ ყველაფრის წინაპირობა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიარასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა მათ სამწუხაროდ რვა წელი ამისთვის იღწვოდნენ
შემდეგი სტატიაკახაბერ ოქრიაშვილი, დილარ ხაბულიანი, მანუჩარ კვირკველია და მე, არ ვაპირებთ შესვლას – ცეზარ ჩოჩელი