ნიკა მელია: პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე ნაციონალურ მოძრაობაშიც იყო აზრთა სხვადასხვაობა

ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია “მთავარი არხის” ეთერში საუბრისას ამბობს, რომ პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე ნაციონალურ მოძრაობაშიც იყო აზრთა სხვადასხვაობა.

მელიას თქმით, პარტიაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია პარლამენტში უნდ შესულიყო და ბრძოლა გაეგრძელებინა როგორც საკანონდებლო ორგანოდან, ისე ქუჩიდან, თუმცა ნიკა მელიას თქმით, პოლიტსაბჭოს კენჭისყრამ ამ ყველაფერს წერტილი დაუსვა და პარტიის წევრთა უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ პარლამენტში არ უნდა შევიდეს.

მელია ამბობს, რომ “თვითმკვლელობაზე წავა” ოპოზიციიდან ყველა, ვინც პარლამენტში შესვლას გადაწყვეტს

ცალკე აღებული რამდნიმე ადამიანის შეყვანა რომ არ ნიშნავს ოპოზიცია შემოვიდა, ძაან კარგად იციან იმიტომ, რომ ეს ადამიანები მართლაც განადგურდებიან პოლიტიკურად 24 საათში – ამბობს მელია.

banner
წინა სტატიაშიკახაბერ ოქრიაშვილი, დილარ ხაბულიანი, მანუჩარ კვირკველია და მე, არ ვაპირებთ შესვლას – ცეზარ ჩოჩელი
შემდეგი სტატიაბათუმში COVID-19-ით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა