კახა ოქრიაშვილი: 51 დეპუტატს, ვისაც ხელი გვაქვს მოწერილი პარლამენტში არშესვლაზე არავინ შევა

„ქალბატონი ხათუნა სამნიძის განცხადების შეფასებას არ ვაპირებ. პატივს ვცემ მის და ნებისმიერი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პოზიციას. აქვს ხალხს თავისი მოსაზრება, ზოგ პარტიას ასეთი პოზიცია აწყობს, ზოგ პარტიას სხვა. 51 დეპუტატს, ვისაც ხელი გვაქვს მოწერილი პარლამენტში არშესვლაზე, არავინ შევა, ეს ვიცი. პოზიცია შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, მაგრამ მთავარი პოზიცია არის ის, რომ ჩვენ პარლამენტში არ შევალთ, სანამ არ იქნება ახალ არჩევნებზე შეთანხმება და დაზღვევა ელჩების მხრიდან, რადგან ჩვენ მათ ვერ ვენდობით, „ქართული ოცნების” ნდობა შეუძლებელია. არჩევნები უნდა იყოს დაზღვეული და თარიღი უნდა იყოს ცნობილი, მაშინ კიბატონო, შევალთ, ხმას მივცემთ ამ პროცესს და მერე შეძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი აღდგა. დღეს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი არ არსებობს, საპარლამენტო ოპოზიცია არ არსებობს, ამიტომ, დემოკრატიული პროცესი არ არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დემოკრატია არ არსებობს. მთავარი საკითხი არის ახალი არჩევნები. არ იქნება ახალი არჩევნები? – იქნება უფრო დიდი პრობლემა“,-განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციური დაწესებულებების გარე ზოლში დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის მოქალაქეები დაჯარიმდებიან
შემდეგი სტატიაჯანმო – „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 18 წელს ზემოთ ყველა ასაკისთვის რეკომენდებულია