ჯანმო – „ასტრაზენეკას“ ვაქცინა 18 წელს ზემოთ ყველა ასაკისთვის რეკომენდებულია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია „ასტრაზენეკას“ ვაქცინას 18 წელს ზემოთ ყველა ასაკისთვის რეკომენდებულად მიიჩნევს. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

65 წელს ზემოთ ასაკის პირებში ვაქცინის ეფექტიანობასთან დაკავშირებით კითხვები ცოტა ხნის წინ გაჩნდა, ვინაიდან კვლევებში ასახული არ არის ამ ასაკის პირებში ვაქცინის გამოცდის შედეგები. თუმცა, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განმარტავენ, ვაქცინა უფრო მაღალეფექტიანი იმ შემთხვევაშია, თუ ორ დოზას შორის ინტერვალი 8-12 კვირამდე იქნება დაცული.

ვაქცინას ეფექტიანად მიიჩნევენ კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული და ბრიტანული ახალი შტამების შემთხვევაშიც.

banner
წინა სტატიაშიკახა ოქრიაშვილი: 51 დეპუტატს, ვისაც ხელი გვაქვს მოწერილი პარლამენტში არშესვლაზე არავინ შევა
შემდეგი სტატიაპოლიციამ ქობულეთში მამაკაცი თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ბრალდებით დააკავა