კახა მიქაია სამეგრელოს დეპუტაციას: „კარგა მაგრად გააკუეთ!“

ხელისუფლების უუნარობა თუ სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა-რა ხდება სამეგრელოში

გიხაროდენ!!!„კუმ ფეხი გამოყო, მეც ნახირ-ნახირაო,“ – ასე ეხმიანება „დაიაცვი საქართველოს“ ლიდერი, კახა მიქაია ზუგდიდის მაჟორიტარის, მერაბ ქვარაიას მიერ პრეზიდენტის საპარლამენტო გამოსვლის შეფასებას.
„საქართველოს პარლამენტში კუებით დაკომპლექტებულ ,,ქართული ოცნების” სამეგრელოს დეპუტაციას ერთი კუ გამოეყო, რელიგიური დღესასწაულის მომიზეზებით ფეხიც ნახევრად გამოყო, პირდაპირ პრეზიდენტს მიახტა და სათქმელიც ნახევრად გამოუვიდა. სამეგრელოდან პარლამენტში მოხვედრილო კუებო! თუ პარლამენტის კედლებში მიმდინარე დებატებში ან კანონპროექტების განხილვაში მონაწილეობის მიღება და საკუთარი აზრის(მეეჭვება, საკუთარი აზრი საერთოდ გაგაჩნდეთ) დაფიქსირება ვერ გაგიბედიათ, ერთი მაინც გაბედეთ და კარგა მაგრად გააკუეთ, დარწმუნებული ვარ, ხსენებულ კედლებს თუ ვერ დაანგრევთ, შეაზანზარებთ მაინც, მითუმეტეს, მარტონი არ ხართ, თქენისთანა კუებით და კუანებით სავსეა საქართველოს დღევანდელი პარლამენტი. აბა, თქვენ იცით! P.S. ნამეტნავად ბანალური და სკაბრეზული პოსტი გამომივიდა, თუმცა, მეტის ღირსი არც თქვენ ხართ, კუებო,“ – წერს სოციალურ ქსელში კახა მიქაია.

მერაბ ქვარაია საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შეგახსენებთ: ზუგდიდის მაჟორიტარმა, მერაბ ქვარაიამ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა. ქვარაიას განცხადებით, მას „სადღესასწაულო განწყობის ნაცვლად საზოგადოებაში სულ სხვა უარყოფითი ემოცია და ნეგატივი შემოაქვს“. მერაბ ქვარაიამ საკუთარი პოზიცია, საქართველოს პრეზიდენტის ანგარიშის შესახებ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა: „მართალია კანონი არ კრძალავს, მაგრამ შემდგომში უმჯობესია არ დაინიშნოს დღესასწაულზე არც პრეზიდენტის და არც სხვა მსგავსი მოსმენა, სადღესასწაულო განწყობის ნაცვლად საზოგადოებაში სულ სხვა უარყოფითი ემოცია და ნეგატივი შემოაქვს. პრეზიდენტმა მართალია, გამოთქვა სურვილი და გვითხრა, რომ უნდა ყველას პრეზიდენტი იყოს, მაგრამ საქმით სრულიად საწინააღმდეგო გააკეთა. ცუდია, მაგრამ იმ ტექსტით და პოლიტიკით, რაც მოვისმინეთ, ეს ვერასდროს გამოუვა. მისთვის, ქვეყნისთვისაც და საზოგადოებისთვისაც უკეთესი იქნებოდა მისი სიტყვა უფრო ერთობის, გამთლიანების, ობიექტურობისა და პოზიტივისკენ ყოფილიყო მიმართული. რბილად რომ ვთქვათ გულდასაწყვეტია ეს ყველაფერი! რას იზამ, მოგვწონს თუ არ მოგვწონს ის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტია, დღეს კი ხარების დღესასწაულია, ამიტომ მეტს ვერაფერს ვიტყვი.“

banner
წინა სტატიაშისაქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წელი შესრულდა
შემდეგი სტატიაეგვიპტეში ეკლესიასთან მომხდარ აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა