ეგვიპტეში ეკლესიასთან მომხდარ აფეთქებას 15 ადამიანი ემსხვერპლა

ეგვიპტის ქალაქ ტანტაში დღეს, 9 აპრილს აფეთქება მოხდა – “ალ არაბია” ავრცელებს. აფეთქების შედეგად მინიმუმ 15 ადამიანი დაიღუპა და 42 დაშავდა. ამავე დროს პორტალი NRT ავრცელებს, რომ დაღუპულთა რიცხვი 21-ია. პორტალის ცნობით, პირველ აფეთქებას მეორეც მოყვა – ამჯერად პოლიციის ტრენინგ ცენტრში. დაშავებულებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია სამეგრელოს დეპუტაციას: „კარგა მაგრად გააკუეთ!“
შემდეგი სტატიაამერიკამ კორეის ნაპირებთან ფლოტი გააგზავნა