საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წელი შესრულდა

დღეს, 9 აპრილს, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წელი შესრულდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ, 1991 წლის 31 მარტის საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმის შედეგებისა და 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

“1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე”, – წერია საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში.

დამოუკიდებლობის აქტს ხელს აწერს საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და უზენაესი საბჭოს წევრები.

საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 2 წლის თავზე გამოაცხადა.

 

banner
წინა სტატიაშიფილოლოგი, რომელმაც წალენჯიხაში ტიტების პლანტაცია გააშენა
შემდეგი სტატიაკახა მიქაია სამეგრელოს დეპუტაციას: „კარგა მაგრად გააკუეთ!“