კახა მიქაია: ,,რაღაც დამპალა დანიის სამეფოში”

ივანიშვილის მიერ კვირიკაშვილის გაგდებამ პრემიერის პოსტიდან და სანაცვლოდ მამუკა ბახტაძის დანიშვნამ ქართული საზოგადოება ისევ დილემის წინაშე დააყენა.

ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ბიძინა ივანიშვილი ან ერთპიროვნულად, განუსაზღვრელი რიგითობით, მომდევნო პრემიერს რაიკომის მდივანივით დანიშნავს და თავად, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ცეკას მდივანივით გააკონტროლებს მას და როცა მოუნდება, კინწისკვრით გააგდებს (როგორც კვირიკაშვილს) ან ბიძინა ივანიშვილს და ქართულ საზოგადოებას ეყოფა გონიერება და ახლო მომავალში დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რომლის საფუძველზეც მივიღებთ ახალ, მრავალპარტიულ პარლამენტს, კოალიციურ მთავრობას და საბოლოოდ დავამთავრებთ პუტჩების, სახელმწიფო გადატრიალებების, რევოლუციების და ერთპიროვნული მმართველობების დაუსრულებელ ციკლს, რაც უკვე იმდენად შეურაცხმყოფელი და გულისამრევად აუტანელია, რომ შექსპირის ,,ჰამლეტიდან” ცნობილი ფრაზა: ,,რაღაც დამპალა დანიის სამეფოში,” ჩვენს ქვეყანაში აქტუალურობას არა და არ კარგავს.

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე : ერთადერთი გამოსავალი არის ამ გუნდის მშვიდობიანი გზით შეცვლა და არა ცალკეული სახელების და გვარების გადანაცვლება თანამდებობებზე
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრეზიდენს წარუდგინეს