მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრეზიდენს წარუდგინეს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 15, 2018 13:59

მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრეზიდენს წარუდგინეს

უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შერჩეული მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრეზიდენს უკვე წარუდგინა. ამის შემდეგ, კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრეზიდენტი ვალდებულია, შვიდი დღის ვადაში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად სწორედ უმრავლესობის მიერ შერჩეული კანდიდატი წარადგინოს, ხოლო თავის მხრივ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ასევე შვიდი დღის ვადაში შეარჩევს მინისტრთა კანდიდატურებს და პარლამენტს მთავრობის შემადგენლობას ნდობის მისაღებად წარუდგენს.

პარლამენტი მთავრობის შემადგენლობის წარდგენიდან შვიდი დღის ვადაში განიხილავს და კენჭს უყრის ნდობის გამოცხადების საკითხს. მთავრობის შემადგენლობასთან ერთად პარლამენტს დასამტკიცებლად სამთავრობო პროგრამაც წარედგინება.

გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომით უფლებამოსილება მთელ მინისტრთა კაბინეტს შეუწყდა.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 15, 2018 13:59

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,647
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics