დავით ბაქრაძე : ერთადერთი გამოსავალი არის ამ გუნდის მშვიდობიანი გზით შეცვლა და არა ცალკეული სახელების და გვარების გადანაცვლება თანამდებობებზე

ერთადერთი გამოსავალი არის ამ გუნდის მშვიდობიანი გზით შეცვლა და არა ცალკეული სახელების და გვარების გადანაცვლება თანამდებობებზე, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით.

„პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ამ პროცესში არ არსებობს პოლიტიკური ლოგიკა და ანგარიშ-ვალდებულება საზოგადოების მიმართ. ყველაფერი წყდება ოთახში, დახურულ კარს მიღმა. თვითონ ის ფაქტიც, რომ პრემიერის კანდიდატად შეარჩიეს კადრი, რომელიც ამ გუნდშიც კი ნაკლებად გამოცდილია, რომელსაც არ იცნობს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი და არ გააჩნია მუშაობის გამოცდილება, ადასტურებს იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ესმის ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემები. ერთადერთი გამოსავალი არის ამ გუნდის მშვიდობიანი გზით შეცვლა და არა ცალკეული სახელების და გვარების გადანაცვლება თანამდებობებზე,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : მამუკა ბახტაძის პრემიერობით ქვეყანაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდება
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ,,რაღაც დამპალა დანიის სამეფოში”