კახა მიქაია: რაც ახლა ხდება ქვეყანაში არსებული მორალური , სოციალური და პოლიტიკური კრიზისის ნათელი მაგალითია

„არ ვიცი, რა ჩანაწერებზეა საუბარი. გუშინ საუბარი იყო ვრცელდებოდა, თუმცა არავის უნახავს ეს ვიდეოჩანაწერები. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. გამოძიებამ უნდა დადგინოს რასთან გვაქვს საქმე. არ ვიცი, შეიძლება კონკრეტული ადამიანები აკეთებდნენ რაღაცას ამ მიმართულებით,“-განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის ამ განცხადებამ, ვფიქრობ, მართლაც აღძრა ეჭვი ,,ქართული ოცნების” იმ ჯგუფზე, რომელსაც უპირისპირდება ეკა ბესელია.
უნახავს, უნახავს, ჩემო კახა ეს კადრები და დარწმუნებული ვარ შენ და შენს ჭუკებსაც მრავალჯერ გაქვთ ნანახი!!!
თქვენი უტიფრობა ყველანაირ ზღვარს გასცდა!!!
ნუთუ ერთი ჭკვიანი მაინც არ გყავთ ე.წ. გუნდში, რომელთანაც შეათანხმებთ მსგავსი ტიპის განცხადებებს და მინიმუმ უხერხულობაში მაინც არ ჩაიგდებთ თავს.
ხოლო რაც შეეხება ბესელიას, მას საკუთარი ცოდვები თავზე საყრელად აქვს, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება მის წინააღმდეგ, ქვეყანაში არსებული მორალური , სოციალური და პოლიტიკური კრიზისის ნათელი მაგალითია-აცხადებს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქია.

banner
წინა სტატიაშითაკო ჩარკვიანი: სანამ აი ეს კატეგორია “თაღლითი პოლიტიკოსებისა” არ აილაგმება საქართველოს პოლიტიკური სივრციდან , იცოდეთ ქვეყანას და მის განვითარებას სულ შეუშლიან ხელს
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე ბიზნეს სკოლის დეკანის თანამდებობიდან გაათავისუფელს