გიორგი ქადაგიძე ბიზნეს სკოლის დეკანის თანამდებობიდან გაათავისუფელს

დღეს ლარმა იპოვა თავის ახალი წონასწორობის წერტილი

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე წერს, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შედეგად, ბიზნეს სკოლის დეკანი აღარ არის. ის ამას ცვლილებების შიშს უკავშირებს.

“ზუსტად ერთი წლის წინ მივიღე გადაწყვეტილება ჩემი დროის დიდი ნაწილი დამეთმო განათლების სექტორისთვის, კერძოდ კი ილიას ბიზნესის სკოლის რეფორმირებისთვის.

პირადი მიზეზების გამო მომიწია ერთი კვირით ქვეყნის დატოვება. ამ პერიოდს „მომზადებული“ ხვდება უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ატარებს ე.წ. რეორაგანიზაციას რომლის შედეგად სამწუხაროდ აღარ ვარ სკოლის დეკანი.

მიზეზი ძალიან მარტივი და ამავე დროს ფუნდამენტურია. მისი სახელია ცვლილებების შიში და ძირეული სიახლეების მიუღებლობა. არადა სწორედ რომ სიახლეების და რეალური რეფორმების დაგვიანების ფასს ყოველწლიურად ჩვენი ათასობით სტუდენტი იხდის.

ცხადია ეს ამბავი ჩემთვის მხოლოდ ახლა იწყება. მეტის დაწერა სამწუხაროდ პირადი მიზეზების გამო არ შემიძლია, მაგრამ ორშაბათიდან ყველაფერი იქნება საჯარო”, – წერს ქადაგიძე ფეისბუქზე.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: რაც ახლა ხდება ქვეყანაში არსებული მორალური , სოციალური და პოლიტიკური კრიზისის ნათელი მაგალითია
შემდეგი სტატიამღვდელმონაზონი ანდრია სარია: აფხაზეთი წაგვართვა და მაინც მისი იმედი გვაქვს…