თაკო ჩარკვიანი: სანამ აი ეს კატეგორია “თაღლითი პოლიტიკოსებისა” არ აილაგმება საქართველოს პოლიტიკური სივრციდან , იცოდეთ ქვეყანას და მის განვითარებას სულ შეუშლიან ხელს

აი როცა, ამ პოლიტიკან ქალს ვუსმენ, მხოლოდ მაშინ მეუფლება განცდა( მხოლოდ მაშინ), რომ პოლიტიკაში დიდხანს ყოფნა და თაღლითობა, სულაც არ ნიშნავს, რომ რაიმე გამოცდილება გაქვს, როგორც პროფესიონალ პოლიტიკოსს თუ შენი ქვეყნისთვის, თაღლითობის, კორუფციონერობის, რუსეთთან მლიქვნელობის და ფულის კეთების გარდა, არაფერი გიკეთებია, ეს ნიშნავს, მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ დიიიდი ხნის გამოცდილება გაქვს პოლიტიკური თაღლითობის და არა პოლიტიკაში მოღვაწეობის- 25 წელი შეიძლება ამ თაღლითებს ვაბედინებდეთ, კიდევ მომავალზე და საქართველოს მომავალ “აღმშენებლობაზე” ისაუბრონ ???

უბრალოდ თავმოყვარეობის საქმეა უკვე, ამ “დიდხნოვანი პოლიტიკური თაღლითის” მანიაკალური ლტოლვა, პუტინის სამსახურში ყოფნისა , საქართველოს გადაბარების მიზნით, ჰოდა “ბელა ჩაო” არ ვიცი , მაგრამ “ჩაო”, ნამდვილად უთხრა საქართველოს მოსახლეობამ ამ “პოლიტიკანკასაც” და მის კურსს საქართველოს წინააღმდეგ!!!!!! სანამ, აი ეს კატეგორია “თაღლითი პოლიტიკოსებისა”, არ აილაგმება საქართველოს პოლიტიკური სივრციდან , იცოდეთ ქვეყანას და მის განვითარებას სულ შეუშლიან ხელს( ყოველშემთხვევაში მცდელობა ექნებათ), ამიტომ ყოველდღიურად უნდა გავუწიოთ მათ წინააღმდეგობა , კატეგორიულად და დროულად, ისე, როგორც ეს ბალტიისპირეთმა გააკეთა თავის დროზე, აზრს კი არ უნდა ეკითხებოდნენ მათ, რადგან მათ გამოთქვეს უკვე, თავიანთი “აზრები” და ქვეყ ნისთვის კი არ იღვაწეს , არამედ საკუთარ კეთილდღეობაზე იფიქრეს და ქვეყანა გაყვლიფეს, რა დროს “ბელა ჩაოა” და ეს ყავლგასული “პოლიტიკანკა”, მართლა ცოტა წინ გავიხედოთ – მაგარი ქვეყანა გვაქვს და მივხედოთ- მიხედვა კი ამ კატეგორიის “პრიჩოსკიანებით” გაწევით იწყება- “ესეა ეს” და რა ვქნა- წინ საქართველოა, მაგარი და ლამაზი!!!!♥️ყველას ეშველა ჩვენ რა , უსაშველო დაგვემართა?!-წერს პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი.

banner
წინა სტატიაშიჩაქვში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: რაც ახლა ხდება ქვეყანაში არსებული მორალური , სოციალური და პოლიტიკური კრიზისის ნათელი მაგალითია