კახა მიქაია: ბარაქალა თქვენს ნიჭიერებას, ქალბატონო სალომე!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 16, 2017 22:18

კახა მიქაია:  ბარაქალა თქვენს ნიჭიერებას, ქალბატონო სალომე!

გიხაროდენ!!!ხუმრობთ, ქალბატონო სალომე, თუ მართლა გულწრფელად ამბობთ?!თქვენს და ჩემს უმრავლესობას საზოგადოებისთვის მისამართი ან წარსადგენი რაღა გააჩნია, რაც შეეხება საზოგადოებაში არსებულ კითხვებს, მათზე პასუხის გაცემა უმრავლესობის დეპუტატებისთვის დიდი პრობლემაა და ამიტომაც ,,ეკამათებიან” და ,,ესაუბრებიან” ნაცებს!!!
რომ არა ნაცები, ისინი ხომ საერთოდ არც იარსებებდნენ და საკამათოც და სალაპარაკოც არაფერი ექნებოდათ.
ასე რომ, ნუ დაუშლით ოცნების დეპუტატებს ნაცებთან კამათს და საუბარს, ქალბატონო სალომე, თქვენ კი იჯექით ასე ეულად პარლამენტში და დატკბით მათი ,,მჭერმეტყველებით.”
თანაც, რომ გიყურებთ, სულ მურმან ლებანიძის ერთი სტროფი მახსენდება, ანა კალანდაძეს რომ უძღვნა: ,,კუთხეში იჯდა ქალი, არას ამბობდა ანა, ნიჭი, ძამიკო, ნიჭი, გალაქტიონმა ბრძანა.”
მართალს ბრძანებდა პოეტი, ლექსები რომ წერო, გალაქტიონივით ლექსის წერის ნიჭი უნდა გქონდეს, ხოლო დღევანდელ პარლამენტში რომ იჯდე, თქვენსავით ბრიყვების მოსმენის ნიჭი.

P.S. ბარაქალა თქვენს ნიჭიერებას, ქალბატონო სალომე!

 

კახა მიქაია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 16, 2017 22:18