მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირებას არ გამორიცხავს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირებას არ გამორიცხავს.

მიხეილ სააკაშვილი შაბათის კურიერთან საუბრისას ამბობს, რომ შესაძლებელია, მისი უკრაინიდან გაძევება და საქართველოში ჩაყვანა მოხდეს. თუმცა, ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერი ამბობს, რომ ბრძოლა, რომელიც უკრაინაში დაიწყო, გამარჯვებით დასრულდება.

„ჩემი ცხოვრება არ გამორიცხავს არც ერთ განვითარებას. ერთი რამ ზუსტად ვიცი, ყველაფერი ეს დამთავრდება ჩვენი დიდი გამარჯვებით. ყველა მათ ნაბიჯი გამოიწვევს მათივე დამარცხებას. ახლა მათი დამარცხება არის დამოკიდებული მათ ნაბიჯებზე. აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ, სხვანაირად ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ. გამარჯვების გარეშე ყოფნა მე არ შემიძლია. ამიტომ ვისურვებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სულაც არ მსიამოვნებს, არც ხელების გრეხა, არც დისკომფორტი, არც საზიზღარი ბრალდებები, ვისურვებ, რომ ისინი მოქმედებდნენ იმიტომ, რომ ეს უფრო დააჩქარებს პროცესებს, რომ ყველამ ერთად ამოვისუნთქოთ და გავთავისუფლდეთ და, თუ ამისთვის ჩემი თავგანწირვაა საჭირო, ან ჩემი დისკომფორტი, რა პრობლემაა,“ – აცხადებს სააკაშვილი.

მისივე თქმით, საქართველოშიც და უკრაინაშიც ხალხს უნდა მოეხსნას ბორკილები, რომელიც ოლიგარქიულმა რეჟიმმა დაადო.

„მთავარია, რომ მთელს ქვეყანას მოვხსნათ ეს ბორკილები, სიღარიბის, გაუტანლობის უპერსპექტივობის. ის, რომ ხალხს ქვეყანაში აღარ დაედგომება. ხელბორკილები იმისა, რომ ხალხს ეუბნებიან, რომ თქვენ ხართ მონები ერთი გაუნათლებელი ოლიგარქის. იქ ერთის და აქ შვიდის,“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ბარაქალა თქვენს ნიჭიერებას, ქალბატონო სალომე!
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი: თუ დიქტატურის შესაჩერებლად სიცოცხლის გაღება გახდება საჭირო, მე მზად ვარ შევწირო იგი!