“კანონიერი ქურდი” მეტსახელად “კობა” უკრაინის ტერიტორიიდან გააძევეს

უკრაინის სამართალდამცავებმა და მიგრაციის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ქალაქ ოდესაში დააკავეს მრავალჯერ ნასამართლევი, კავკასიური წარმოშობის 39 წლის “კრიმინალური სამყაროს” წარმომადგენელი, რომელსაც ეკრძალებოდა უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა.
როგორც იტყობინება ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს პრესსამსახური, “კანონიერი ქურდი” მეტსახელად “კობა”, ოდესაში ჩავიდა ჯიბის ქურდებისა და ბინის მძარცველთა მოქმედების კოორდინაციის მიზნით.
დაკავების შემდეგ მამაკაცი უკრაინის ტერიტორიიდან, წინასწარი მონაცემებით, გააძევეს მოლდოვაში.

banner
წინა სტატიაშიიურიდიულ საკითხთა კომიტეტში მართლმსაჯულების რეფორმაზე იმსჯელეს
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ბარაქალა თქვენს ნიჭიერებას, ქალბატონო სალომე!