კახა კოჟორიძე 9 აპრილს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უფასო საადვოკატო დახმარებას სთავაზობს

9 აპრილის ორგანიზატორებს (გარდაცვალების შემთხვებაში ოჯახის წევრებს), ასევე გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მინდა შევთავაზო უფასო საადვოკატო დახმარება ბატონი მეჩითოვის წინააღმდეგ პატივისა და ღირსების შელახვისთვის.

ბატონმა მეჩითოვმა კრიმინალური აქტი უწოდა 9 აპრილს, რომელიც 1993 წლის პარლამენტის დადგენილებით, მიჩნეულია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის, საქართველოს ერთიანობისა და წინსვლის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღედ. იგივე სულისკვეთებაა 1999 წელს მიღებულ კანონში (და იურიდიულ აქტებში რომ არ ეწეროს, ჩვენს ცნობიერებაშიც ხომ ასეა).

ბატონმა მეჩითოვმა კი განაცხადა, რომ მონაწილეთა 90% თურმე არც კი სცოდნია რისთვის მდგარან იქ, ხოლო ორგანიზატორებმა საერთოდ კრიმინალური აქტი ჩაიდინეს…

10 წლის წინ, როდესაც საიაში ადვოკატად ვმუშაობდი, 9 აპრილის ერთ-ერთ ხანდაზმულ მონაწილეს ვეხმარებოდი, რომ სასამართლოს მეშვეობით დადგენილიყო 9 აპრილს მისი მონაწილეობა. მახსოვს რა მძიმე და ემოციური იყო მისთვის იმის მტკიცება, რომ ნამდვილად იქ იყო. არ ვიცი, ის ქალბატონი ახლა ცოცხალია თუ არა. თუ ცოცხალია, დარწმუნებული ვარ ცრემლების გარეშე ვერ შეხვდებოდა ამ ყველაფერს. აღარაფერს ვამბობ იმათზე, ვინც ოჯახის წევრი და საყვარელი ადამიანი დაკარგა…

მოკლედ, ვინც დაინტერესდებით, დამიკავშირდით…

პ.ს. სამწუხაროდ, დროის სიმცირის გამო, მხოლოდ ერთი საქმის აღებას შევძლებ. იმედია სხვა მოხალისე ადვოკატებიც გამოჩნდებიან და ბატონი მეჩითოვი ძალიან ბევრ საქმეს წააგებს სასამართლოში!-წერს კახა კოჟორიძე.

banner
წინა სტატიაშიკობა კვარაცხელია: მე, არ ვარძლევ ხმას სალომე ზურაბიშვილს
შემდეგი სტატია“მეჩითოვის საქციელი არის უდიდესი უპასუხისმგებლობა და შეურაცხყოფა, პირველ რიგში იქ მყოფი ხალხის და სრულიად საქართველოს მიმართ”