კახა კალაძემ ნატახტარში კოკა-კოლას ქარხანა მოინახულა

კახა კალაძემ ნატახტარში, კოკა-კოლას ქარხანა მოინახულა. მისი თქმით სასიამოვნოა, როდესაც ქვეყანაში ამ მასშტაბის პროექტები ხორციელდება. კალაძემ თემურ ჭყონიას მადლობა გადაუხადა მიწვევისთვის. კოკა-კოლას დირექტორმა, თემურ ჭყონიამ კი აღნიშნა, რომ კახა კალაძე პირველია ხელისუფლების წარმომადგენლებიდან, რომელიც ქარხნის მუშაობით დაინტერესდა.

„ჩვენი ხანგრძლივი ურთიერთობიდან გამომდინარე დააინტერესა ის არაჩვეულებრივი წარმოების ნახვა რომელსაც ჩვენ ორი წლის განმავლობაში აქ ვაშენებდით და გავაკეთეთ. გავაცანით ჩვენი ტექნიკური აღჭურვილობა, მოგება, თანამშრომელთა რაოდენობა, ფინანსური და სხვა საკითხები. ეს იყო ჩემთვის არაჩვეულებრივი ვიზიტი, რადგან ეს არის მთავრობის წარმომადგენლებიდან პირველი ადამიანი, რომელმაც გამოხატა ინტერესი ჩვენი ბიზნესის დათვალიერების. პოლიტიკურ თემაზე არ გვქონია საუბარი. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ასეთი საარჩევნო თემებია, ჩვენ ვსაუბრობთ ბიზნესის განვითარებაზე და იმ თემებზე, რაც შეუძლია მერს ან ნებისმიერ სახელმწიფო მოღვაწეს, ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას. ძირითადი თემა იყო ბიზნესის განვითარება“, – განაცხადა ჭყონიამ.

კახა კალაძის განცხადებით, კოკა-კოლას ახალი ქარხანა მართლაც გამორჩეულია.

„დღეს დავათვალიერეთ საწარმო კოკა-კოლა, მართლაც ძალიან მაგარი პროექტია განხორციელებული. თემურ ჭყონიას მინდა მადლობა გადავუხადო მოწვევისთვის. ძალიან სასიამოვნოა როდესაც ასეთი პროექტები ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში. ეს ქმნის სამუშაო ადგილს და გარდა ამისა რეგიონში ვფიქრობ, ერთ-ერთი საუკეთესო პროექტის, თუ როგორ არის ეს ყველაფერი გაკეთებული და განხორციელებული და მინდა მათ ძალიან დიდი წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში, ჩხარტიშვილსა და “ოცნებას” ცემასა და შანტაჟში ადანაშაულებენ
შემდეგი სტატიაკახა კალაძის განცხადებით, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ვინმეს უსმენენ