კახა კალაძის განცხადებით, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ვინმეს უსმენენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ვინმეს უსმენენ.

თუმცა, კალაძის თქმით, ახსოვს წლები, როცა ძალიან ბევრ ადამიანს უსმენდნენ.

„მე ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე ვიღაცას უსმენს. ის წლები მახსოვს როდესაც ძალიან ბევრ ადამიანს უსმენდნენ და სახლში ცოლი ქმარს ვერ ელაპარაკებოდა, მეგობარი მეგობარს ვერ ელაპარაკებოდა. ეს წლები მახსოვს, თუ ახლაც არსებობს ასეთი რაღაცები, ძალიან ცუდია, არ მივესალმები ამას, მაგრამ არ მაქვს ამასთან დაკავშირებით მტკიცებულებები, რომ ეს ახლა გაკეთებულია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძემ ნატახტარში კოკა-კოლას ქარხანა მოინახულა
შემდეგი სტატიაიოსელიანი – სახელმწიფომ უნდა გამოიძიოს ჩანაწერების ავთენტურობა