ოზურგეთში, ჩხარტიშვილსა და “ოცნებას” ცემასა და შანტაჟში ადანაშაულებენ

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი გოჩა ძიმისტარიშვილი ვანო ჩხარტიშვილსა და “ქართულ ოცნებას” მოქალაქეებზე ფიზიკურ ძალადობასა და შანტაჟში ადანაშაულებს.

ძიმისტარიშვილის ინფორმაციით, ლევან თავდიშვილზე განხორციელებული თავდასხმის უკან სწორედ ჩხარტიშვილის “ზონდერი ბრიგადები” დგას.

მომხდარის დეტალებს იხსენებს თავად ლევან თავდიშვილიც და ამბობს, რომ მას ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კრიმინალებმა სცემეს.

მოტივი დაზარალებულისთვის უცნობია და ამბობს რომ თავდამსხმელებმა 12 წლის წინანდელი საქმე – მიწის დავა გაუხსენეს.

მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კი მომხდარს პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს.

banner
წინა სტატიაშიფლანგვის დეტექტორი: სახელმწიფო პროგრამამ “ოცნების” შემწირველთა 5 კომპანია 774 300 ლარით დააფინანსა
შემდეგი სტატიაკახა კალაძემ ნატახტარში კოკა-კოლას ქარხანა მოინახულა