კახა კალაძე : „სვეტის“ მიერ დაზარალებულებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დღეიდან იწყება

სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ადამიანებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა დღეიდან იწყება,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამშენებლო სამუშაოებს კომპანია მ2 განახორციელებს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ილია ელოშვილის ხელმძღვანელობით, ვინც ჩართული იყო ამ პრობლემების მოგვარებაში – საინიციატივო ჯგუფი, შესაბამისი უწყებები. აქ მარტო დედაქალაქის მერია, რა თქმა უნდა, ვერ მოაგვარებდა ამ უდიდეს პრობლემას. აქ ჩართული იყო სხვადასხვა სახელმწიფო უწყება, იუსტიციის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, პროკურატურა, ყველას უკლებლივ მინდა გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის და ათასობით ადამიანის გახარებისთვის“,- აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 20 პაციენტიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ოთხს პნევმონია აქვს, ხოლო დანარჩენებთან დაავადება მსუბუქად ვითარდება
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია : 12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია